წესები & პირობები

ზოგადი პირობები

1.1. www.scootarea.ge არის KuKirin-ის ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ, გაეცნოს ბრენდის პოპულარულ პროდუქტებს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს, ხოლო მეორეს მხრივ შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ, გააკეთოს განვადება და ისარგებლოს მიწოდების სერვისით.

1.2. www.scootarea.ge-ს ვებ-გვერდის ადმინისტრირებას ახდენს შპს „სკუტერია“ - ს/კ 406502912 (შემდგომში „კომპანია“), რომელიც წარმოადგენს KuKirin-ის ბრენდის ელექტრო სკუტერების საქართველოში იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიას.

1.3. www.scootarea.ge-ს ვებ-გვერდზე ყოფნისას მოქმედებს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული დათქმები, რომელიც სამართლებრივად სავალდებულოა როგორც მომხარებლისათვის, ისე scootarea.ge-სათვის და არეგულირებს მომხმარებლის მიერ scootarea.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

1.4. scootarea.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც scootarea.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს შეკვეთის ფორმირებისას, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

1.5. გთხოვთ ასევე გაითვალისწინეთ, რომ scootarea.ge-ზე პირადი პროფილის შექმნა (რეგისტრაცია) ან/და შეკვეთის გაკეთება ნიშნავს თქვენს თანხმობას ვებ-გვერდის მოხმარების პირობებზე, კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, შეკვეთის მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობებზე.

1.6. scootarea.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის მხრიდან გამოხატული თანხმობის გარეშე.

 

2. მომხმარებლის გარანტიები:

2.1. მომხამრებელი scootarea.ge-ზე პირადი პროფილის შექმნით ან/და შეკვეთის გაკეთებით ადასტურებს, რომ:

2.1.1. არის 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, ან კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი;

2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს scootarea.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.1.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

2.1.4. გაცნობილია პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.1.5. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;

2.1.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.1.7. მისი ქმედება არ იქნება მიმართული scootarea.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ scootarea.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.1.8. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.1.9. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, scootarea.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.2. scootarea.ge მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის ამ პირობებში მოცემული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია scootarea.ge-ს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის.

 

3. პროდუქციის შეძენა

3.1. პროდუქციის scootarea.ge-ს ვებ-გვერდიდან შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე

3.2. მყიდველი scootarea.ge-ზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ყიდვის მიზნით ამატებს მათ კალათაში.

3.3 შეკვეთის გაკეთებისას, მომხმარებელი უთითებს სახელსა და გვარს, ელ-ფოსტას, მობილურის ნომერს, პირად ნომერსა და მიწოდების მისამართს (მიწოდების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში). მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაკეთებისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია scootarea.ge-ს მიერ გამოყენებულ იქნება მომხმარებელთან ურთიერთობის მიზნებისათვის.

3.4. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი გადახდის მიზნით გადადის ბანკის დაცულ გვერდზე, სადაც შეჰყავს საბანკო ბარათის მონაცემები და ასრულებს ყიდვის პროცედურას.

3.5. scootarea.ge-ზე გაკეთებული შეკვეთის ღირებულების ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ბარათის გამოყენებით, რისთვისაც შეკვეთის დასრულებამდე მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე და შეიყვანს საკუთარი ბარათის მონაცემებს. შეკვეთა დასრულებად ითვლება შეკვეთის ღირებულების შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან წარმატებით ჩამოჭრის შემდგომ.

3.8. ბარათის მონაცემების შეყვანამდე დარწმუნდით, რომ იმყოფებით ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე და არცერთ შემთხვევაში არ გაანდოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები თქვენთვის უცნობ გვერდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში scootarea.ge იხსნის პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.

 

4. უსაფრთხოება

4.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი მონაცემებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას ვებგვერდზე და ახორციელებს შეკვეთას, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის მონაცემების გამოყენებისთ ნებისმიერ შესაძლო დამდგარ ზიანზე.

4.2. მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი მონაცემების გამოყენებით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას scootarea.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს scootarea.ge-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;

4.3. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი პირადი მონაცემების სიზუსტე. scootarea.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. scootarea.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება, დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1.1. წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით scootarea.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც scootarea.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც scootarea.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

1.2. scootarea.ge იღებს პასუხისმგებლობას, რომ:

1.2.1. ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

1.2.2. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

1.2.3. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

1.3. პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

1.4. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

1.4.1. რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

1.4.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;

1.4.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

1.4.4. რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

1.4.5. ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

1.4.6. მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

1.5. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

1.6. კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

1.7. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება scootarea.ge-ს წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

1.8. scootarea.ge-ს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, scootarea.ge-ს მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.

1.9. ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

1.10. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

1.10.1. ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა

1.10.2. ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება

1.10.3. ჩვენ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში, გამოკითხვებში მონაწილეობა

1.10.4. კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება

1.10.5. ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა

1.10.6. ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა

1.10.7. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“).

1.11. საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

1.12. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

1.13. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

1.13.1. IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.

1.13.2. ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

1.13.3. ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ქონთენთის გაცნობა, ვებ-გვერდის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ა.შ.

1.13.4. ვებ-გვერდზე პროდუქციის ნახვის, კალათაში დამატების და ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

1.14. შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება:

1.14.1. თქვენთან ურთიერთობისთვის;

1.14.2. ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;

1.14.3. თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

1.14.4. ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

1.14.5. იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;

1.14.6. ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;

1.14.7. ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;

1.14.8. ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;

1.14.9. კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;

1.14.10. ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;

1.14.11. ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

1.14.12. ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

1.14.13. საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

1.14.14. ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;

1.14.15. ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

1.14.16. ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით;

1.14.17. ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.

1.14.18. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.

1.14.19. ვებ-გვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირებისათვის.

1.15. პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანია:

1.15.1. მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;

1.15.2. პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

1.15.3. ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;

1.15.4. ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

1.15.5. ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

1.16. თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია scootarea.ge-ს თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

1.17. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

1.17.1. როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;

1.17.2. როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით

1.17.3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;

1.17.4. როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

1.18. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხმარებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

1.19. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე

1.20. ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-ს ფაილებს.

1.21. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

1.21.1. IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.

1.21.2. ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

1.21.3. ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ა.შ.

1.21.4. ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

1.22. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.

1.23. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.

1.24. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის შესაბამისი მომსახურებების მიღება.

1.25. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

1.26. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

1.27. 18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ scootarea.ge-თ სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა scootarea.ge-თ თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

1.28. თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

1.28.1. კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად

1.28.2. იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით

1.28.3. შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

1.29. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.

1.30. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

1.31. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.

1.32. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.

1.33. ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

1.34. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

1.35. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

1.36. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

1.37. მისამართი: თბილისი, კონსტანტინე კაპანელის ქ. N12, მეორე სართული

1.38. ტელ.: +995 (544) 220-220

1.39. ელ-ფოსტა: info@scootarea.ge

 

მიწოდების და დაბრუნების პირობები

1. მიწოდების პირობა

1.1. მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, scootarea.ge-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი მიიღებს მისთვის სასურველ მისამართზე scootarea.ge-ს კურიერის ან ქვეკონტრაქტორი საფოსტო ორგანიზაციის მეშვეობით.

1.2. მიწოდების სერვისის საფასური განისაზღვრება შეკვეთის მოცულობის, ღირებულების და მიტანის მისამართის შესაბამისად, ინდივიდუალურად, ყოველი შეკვეთისთვის.

1.3. scootarea.ge-ს ონლაინ მაღაზიაში სამუშაო დღის 16:00სთ-მდე გაკეთებულ შეკვეთას თბილისსა და მის შემოგარენში მომხმარებლებს მივაწვდით მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო 16:00სთ-ს შემდგომ ან არასამუშაო დღეს გაკეთებულ შეკვეთებს - არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.4. რეგიონებში მიწოდება არის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანი მომხმარებელსა და scootarea.ge-ს შორის.

 

2. ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა

2.1. მომხმარებელი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს scootarea.ge-ზე შეძენილი ნივთი თუ სახეზე ამ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო სანაცვლოდ საკუთარი არჩევანით ან დაიბრუნოს უკან ასეთ ნივთში გადახდილი თანხა ან მის სანაცვლოდ მიიღოს ახალი პროდუქტი.

2.2. თუ შეძენილი პროდუქტის მოწოდება მოხდა ვებ-გვერდზე მითითებული მიწოდების ვადის დარღვევით, მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას მის მიღებაზე და აღნიშნული დააფიქსიროს კურიერთან.

2.3. სხვა შემთხვევაში პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებლებს უფლება აქვს მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:

2.3.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;

2.3.2. პროდუქტი მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;

2.3.3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.4. პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, scootarea.ge მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, წუნდებული პროდუქტის ნაცვლად მიაწვდის ახალ პროდუქტს, ან დააბრუნებს ასეთ პროდუქტში გადახდილ თანხის ოდენობას, დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

2.5. scootarea.ge უფლებას იტოვებს უარი თქვას პროდუქტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ:

2.5.1. უკან დაბრუნების მოთხოვნა დაყენებულია პროდუქტის მიღებიდან 3 დღის შემდგომ;

2.5.2. პროდუქციას აღენიშნება გამოყენების ან/და დაზიანების კვალი;

2.5.3. იკვეთება მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.

2.6. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტის მეშვეობით info@scootarea.ge-ზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბრუნებელი პროდუქტის:

2.6.1. პროდუქციის დასახელებას;

2.6.2 შემკვეთის ვინაობას;

2.6.3 შეკვეთის თარიღს;

2.6.3. შეკვეთის მიღების თარიღს;

2.6.4. დაბრუნების მიზეზს.

2.7. კომპანიის მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დასაბრუნებელი პროდუქტის სურათის ელექტრონულად გამოგზავნა.